Mainstream Rock
Mainstream Rock — ჟურნალ ბილბორდის ჩარტი, რომელიც მოიცავს ყველაზე მეტად მოთხოვნად სიმღერებს მენსტრიმულ როკის რადიო სადგურებში, რადიო სადგურებში, სადაც ძირითადად როკ-მუსიკას უკრავენ. ალტერნატიული როკის დამკვრელი სადგურები ითვლება ალტერნატიული სიმღერების ჩარტში.
ჩარტი დაარსდა 1981 წლის 21 მარტს ბილბორდის ახალი ნომრის გამოსვლასთან ერთად. მან რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელი. თავიდან ერქვა „საუკეთესო სიმღერები“ და მას კომპანიონობას უწევდა „როკ ალბომების ჩარტი“. „საუკეთესო სიმღერები“ თავდაპირველად მოიცავდა სამოც საუკეთესო სიმღერას. პირველი ნომერ-პირველი სიმღერა იყო ერიკ კლეპტონის I Can't Stand It. 1984 წლის სექტემბერში ჩარტმა შეიცვალა სახელი და დაერქვა „საუკეთესო როკ-სიმღერები“, ხოლო 1986 წლის აპრილიდან — „ალბომის როკ-სიმღერები“.[1]
იმისათვის, რომ ალტერნატიული როკის რადიო სადგურები უფრო ცნობადი გამხდარიყო, ბილბორდმა 1988 წლის 10 სექტემბრის გამოცემასთან ერთად დაიწყო ახალი ჩარტი - „თანამედროვე როკ-სიმღერები“. ამ ჩარტის დაარსებიდან ორი თვის განმავლობაში U2-ს სიმღერამ Desire გახდა პირველი სიმღერა, რომელმაც როკ-სიმღერების ორივე ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.
1996 წელს ჩარტმა შეიცვალა სახელი და ახლა უკვე „მეინსტრიმული როკ-სიმღერების“ სახელით მოევლინა მსოფლიოს.
2003 წლის ივლისში ჩარტმა კიდევ ერთხელ შეიცვალა სახელი და ამჟამინდელი სახელით „ცხელი მეინსტრიმული როკ-სიმღერები“ გამოვიდა ბილბორდის მაშინდელ გამოცემაში. მას შემდეგ ჩარტი თავისუფლად წვდომადი იყო მხოლოდ ჟურნალის საიტზე 2009 წლის ივნისამდე, შემდეგ იგი ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ საიტის აბონენტთათვის. იმ დროისათვის დაარსდა ახალი ჩარტი სახელწოდებით „როკ-სიმღერები“, რომელიც აერთიანებდა სამი ჩარტის მონაცემებს.
ბოლო წლებში ხშირდება თანაკვეთა მეისტრიმულსა და ალტერნატულ სიმღერების ჩარტებს შორის. ექვსწელნახევრის განმავლობაში, დაწყებული Aerosmith-ის სიმღერიდან Jaded 2001 წელს, ყველა ნომერ პირველი სიმღერა მეინსტრიმული როკ-სიმღერების ჩარტიდან ხვდებოდა ალტერნატიული სიმღერების ჩარტშიც. საბოლოოდ ეს ტენდენცია დაარღვია ოზი ოსბორნის სიმღერამ I Don't Wanna Stop 2007 წლის ივლისში (თუმცა ამით არ დამთავრებულა: ნომერ პირველი მეინსტრიმული სიმღერები მომავალშიც კვლავ ხვდებოდა ალტერნატიული სიმღერების ჩარტში).
მიღწევები ჩარტებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემოთ ჩამოთვლილია სიმღერები, რომლებმაც ათზე მეტი კვირა გაატარეს პირველ პოზიციაზე.
შემსრულებლები ყველაზე მეტი #1 სინგლით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემსრულებელი | #1 სიმღერები |
---|---|
Van Halen | 13 |
Three Days Grace | 12 |
Shinedown | 11 |
მეტალიკა | 10 |
Tom Petty and the Heartbreakers | 10 |
Aerosmith | 9 |
ლინკინ პარკი | 8 |
Nickelback | 8 |
Collective Soul | 7 |
Godsmack | 7 |
ჯონ მელენკემპი | 7 |
Stone Temple Pilots | 7 |
U2 | 7 |
Disturbed | 7 |
Foo Fighters | 7 |
Alice in Chains | 5 |
ბრიუს სპრინგსტინი | 5 |
შემსრულებლები ყველაზე მეტი კვირით #1 სინგლით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემსრულებელი | სულ კვირა #1 პოზიციაზე |
---|---|
Three Days Grace | 76 |
Shinedown | 65 |
3 Doors Down | 53 |
Metallica | 52 |
Nickelback | 51 |
Collective Soul | 47 |
Van Halen | 45 |
Staind | 45 |
Seether | 42 |
Disturbed | 39 |
Aerosmith | 38 |
შემსრულებლები ყველაზე მეტი საუკეთესო 10-ეულში მოხვედრილი სინგლით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tom Petty and the Heartbreakers (28)
- Van Halen (26)
- Aerosmith (24)
- Heart (23)
- ჯონ მელენკემპი (23)
- Foo Fighters (23)
- მეტალიკა (22)
- Godsmack (22)
- Pearl Jam (22)
- Shinedown (22)
- U2 (21)
- Rush (20)
- Seether (20)
- ბრიუს სპრინგსტინი (18)
- Alice in Chains (16)[2]
შემსრულებლები ჩარტში მოხვედრილი ყველაზე მეტი სინგლით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- U2 (52)
- Van Halen (48)
- ჯონ მელენკემპი (45)
- Aerosmith (44)
- Pearl Jam (43)
- Rush (43)
- ბრიუს სპრინგსტინი (42)
- მეტალიკა (35)
- R.E.M. (35)
- როლინგ სტოუნზი (35)
სიმღერები Mainstream Rock-ში ყველაზე მეტი კვირით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "So Cold", Breaking Benjamin (62)
- "Cold", Crossfade (56)
- "Hemorrhage (In My Hands)", Fuel (56)
- "Headstrong", Trapt (55)
- "Loser", 3 Doors Down (53)
- "Awake", Godsmack (53)
- "Wasteland", 10 Years (52)
- "Paralyzer", Finger Eleven (52)
- "Remedy", Seether (52)
- "Life Is Beautiful", Sixx: A.M. (52)
სიმღერები #1 პოზიციაზე ათი ან მეტი კვირით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]21 კვირა
- "Loser", 3 Doors Down (2000–01)
20 კვირა
- "It's Been Awhile", Staind (2001)
17 კვირა
- "Higher", Creed (1999–2000)
- "When I'm Gone", 3 Doors Down (2002–03)
16 კვირა
- "Touch, Peel and Stand", Days of the New (1997)
15 კვირა
- "Interstate Love Song", Stone Temple Pilots (1994)
- "Heavy", Collective Soul (1999)
14 კვირა
- "So Far Away", Staind (2003)
- "Boulevard of Broken Dreams", Green Day (2005)
- "Fake It", Seether (2007–08)
- "Inside the Fire", Disturbed (2008)
13 კვირა
- "Start Me Up", როლინგ სტოუნზი (1981)
- "How You Remind Me", Nickelback (2001)
- "Figured You Out", Nickelback (2004)
- "Pain", Three Days Grace (2006–07)
- "Chalk Outline", Three Days Grace (2012)
- "Something from Nothing", Foo Fighters (2014–15)
12 კვირა
- "Mysterious Ways", U2 (1991–92)
- "Like a Stone", Audioslave (2003)
- "Save Me", Shinedown (2005–06)
- "Dani California", Red Hot Chili Peppers (2006)
- "Face to the Floor", Chevelle (2011–12)
- "Bully", Shinedown (2012)
11 კვირა
- "Remedy", The Black Crowes (1992)
- "Turn the Page", Metallica (1999)
- "Fall to Pieces", Velvet Revolver (2004)
- "Break", Three Days Grace (2009–10)
- "Hail to the King", Avenged Sevenfold (2013)
10 კვირა
- "Lightning Crashes", Live (1995)
- "The Down Town", Days of the New (1998)
- "Scar Tissue", Red Hot Chili Peppers (1999)
- "Blurry", Puddle of Mudd (2002)
- "Second Chance", Shinedown (2008–09)
- "Country Song", Seether (2011)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯოელ უიტბარნი (2002). Rock Tracks, გვ. 9. ISBN 0-89820-153-5.
- ↑ Alice in Chains Chart History - Mainstream Rock Songs. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 5, 2013. ციტირების თარიღი: August 2, 2017.