შინაარსზე გადასვლა

Cyanide (სიმღერა)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Cyanide)
„Cyanide“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Death Magnetic
გამოსვლის თარიღი 2 სექტემბერი, 2008
ჩაიწერა 2007 წლის 12 მარტი-2008 წლის 11 მაისი,
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 6:39
ხმისჩამწერი ლეიბლი Warner Bros.
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
კირკ ჰემეტი,
ლარს ულრიხი,
რობერტ ტრუჰილო
პროდიუსერი რიკ რუბინი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„My Apocalypse“
(2004)
Cyanide
(2008)
„The Judas Kiss“
(2008)
აუდიომაგალითი
yes

Cyanideამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მესამე სინგლი და მეექვსე სიმღერა მათივე 2008 წლის სტუდიური ალბომიდან Death Magnetic. 2008 წლის 1 სექტემბერს მეტალიკის ოფიციალურ ვებ-საიტზე უკვე შესაძლებელი იყო სიმღერის მოსმენა, ისევე როგორც ჩამოტვირთვა (მხოლოდ პლატინის წევრებისთვის) Death Magnetic-ის ვებ-გვერდიდან Mission: Metallica. ამას მოყვა მისი გამოჩენა ციფრული გაყიდვების მაღაზიებში, როგორიცაა iTunes Store.[1]

სიმღერა ცოცხლად პირველად შესრულდა 2008 წლის 9 აგვისტოს ფესტივალზე Ozzfest დალასში, ტეხასი, და პირველი სიმღერა იყო ალბომიდან Death Magnetic, რომელიც შესრულდა ცოცხლად სრულად. ამ საკონცერტო ვერსიის აუდიო ჩანაწერი შესაძლოა მოვიძიოთ ჯგუფის MySpace გვერდზე.

  1. Cyanide - 6:38
სტუდიური პერსონალი

2009 წლის მარტში Cyanide გახდა მეტალიკის მეშვიდე ნომერ პირველი ჰიტი ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკების ჩარტში. იგი ასევე წარმოადგენს მეტალიკის ზედიზედ მეორე თანმიყოლებით ნომერ პირველ სიმღერას ჩარტში ალბომიდან Death Magnetic, ამ მაჩვენებლით ალბომი გახდა მეორე მეტალიკის ალბომებს შორის, რომელმაც ეს შეძლო (პირველი იყო 1996 წლის ალბომი Load). სიმღერა ასევე ჯგუფის მეხუთე სიმღერაა, რომელიც ბილბორდის ალტერნატიული სიმღერების ჩარტში საუკეთესო ოცეულში მოხვდა, მიაღწია რა მეცხრამეტე ადგილს. ციფრული გაყიდვების მაჩვენებლით სიმღერამ დაიკავა 50-ე ადგილი ბილბორდის საუკეთესო ასეულში.[2]

Cyanide წარმატებული აღმოჩნდა საერთაშორისო დონეზეც, იგი მოხვდა საუკეთესო ოცეულებში კანადაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში, ხოლო ავსტრალიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში - საუკეთესო ორმოოცდაათ სიმღერას შორისაა.

ჩარტი (2008)[3] უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის სინგლების ჩარტი 48
კანადის ცხელი ასეული 19
დანიის სინგლების ჩარტი 23
ფინეთის სინგლების ჩარტი 3
ირლანდიის სინგლების ჩარტი 48
ნორვეგიის სინგლების ჩარტი 15
შვედეთის სინგლების ჩარტი 14
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი 48
აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეული 50
აშშ-ის ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები 1
აშშ-ის ბილბორდის ალტერნატიული სიმღერები 19
  1. metallica.com
  2. მეტალიკა ჩარტებში, ისტორია Billboard.com. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2009.
  3. acharts.us