შინაარსზე გადასვლა

For Whom the Bell Tolls (მეტალიკის სიმღერა)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან For Whom the Bell Tolls)
„For Whom the Bell Tolls“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Ride the Lightning
გამოსვლის თარიღი 1985
ჩაიწერა 1984 წელს, სტუდიაში Sweet Silence Studios კოპენჰაგენი, დანია
ჟანრი თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 5:10
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი
ლარს ულრიხი
კლიფ ბარტონი
პროდიუსერი მეტალიკა,
ფლემინგ რასმუსენი,
მარკ უიტაკერი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Creeping Death“
(1984)
For Whom the Bell Tolls
(1985)
„Master of Puppets“
(1986)
აუდიომაგალითი
yes

For Whom the Bell Tollsამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მესამე სიმღერა და მესამე სინგლი 1984 წლის ალბომიდან Ride the Lightning.

სიმღერის ავტორები არიან კლიფ ბარტონი, ჯეიმზ ჰეტფილდი და ლარს ულრიხი. ქრომატულ შესავალს, რომელიც ხშირად ერევათ ელექტრო გიტარაში, კილფ ბარტონი უკრავს ბას-გიტარაზე დისტორშენითა და ვაუ-ვაუ ეფექტებით.[1] შესავალი ბარტონმა ჯერ კიდევ მეტალიკაში მოსვლამდე დაწერა;[2][3] ბარტონმა პირველად დაუკრა იგი 12-წუთიან jam სესიაზე ჯგუფების ბრძოლაზე თავის ადრინდელ ჯგუფთან Agents of Misfortune ერთად.[4]

ტექსტი დაფუძნებულია ერნესტ ჰემინგუეის ამავე სახელწოდების რომანზე. რომანში მოქმედება მიმდინარეობს ესპანეთის სამოქალაქო ომის ფონზე. იგი ერთ ამერიკელზეა, რომელსაც დაავალებენ იმ ხიდის აფეთქებას, რომელზედაც ფაშისტების არმიას უნდა გაევლო.[1][5] შემდეგ მას უყვარდება და მხოლოდ ამის მერე აღმოაჩენს ძალიან სამწუხარო ამბებს სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ.[6] თავად ჰემინგუეის ნაწარმოები ეფუძნება ჯონ დუნის 1623 წლის პოემას.[1]

სიმღერაში ასახულია ერთ-ერთი სცენა აღნიშნული რომანიდან, როდესაც, ერთ დილას, ხუთი ჯარისკაცი იკავებს პოზიციას გორაკზე, ხოლო შემდგომ ავიაშეტევის მსხვერპლნი ხდებიან.[6][7][8]

იდეაში, სიმღერის მიზანია, გვიჩვენოს ომის უაზრობა, რადგან ორივე მხარეს ჰგონიათ, რომ მართლები არიან, ხოლო ჯარისკაცები ხშირად ვერც ხვდებიან, რისთვის წირავენ საკუთარ სიცოცხლეს.[1][7][8]

საკონცერტო შესრულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

For Whom the Bell Tolls პირველად ცოცხლად შესრულდა 1984 წლის 3 აგვისტოს ნიუ-იორკში, აშშ.[5]

სიმღერა გამოჩნდა მეტალიკის 1999 წლის საკონცერტო ალბომში S&M, სადაც მეტალიკამ სიმღერა სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა.

  • დროუნ მეტალ ჯგუფმა Sunn O))) ჩაწერა სიმღერის ძალიან თავისუფალი ქავერი მათი ალბომისთვის Flight of the Behemoth, სახელდებული როგორც FWTBT;
  • მეტალ ჯგუფმა Trivium ჩაწერა ამ სიმღერის ქავერი როგორც დემო კასეტა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჯგუფის ფორმირება ხდებოდა. ეს ვერსია გახდა პოპულარული ინტერნეტის საშუალებით და გახადა ჯგუფი ცნობადი;
  • ნაწილობრივ შეასრულა ამ სიმღერის ქავერი პანკ-როკ ჯგუფმა Sum 41 მეტალიკისადმი მიძღვნილ MTV Icon საღამოზე 2003 წელს, ხოლო სრულად შეასრულა 2009 წლის 1 მაისს ფესტივალზე The Bamboozle, როდესაც ჯგუფმა დაუკრა მეტალიკის სრული ქავერები;
  • პოპ პანკ ჯგუფმა Goldfinger ნაწილობრივ შეასრულა ქავერი ფესტივალზე Bumbershoot 1996 წელს;
  • ჯგუფმა Moonsorrow გამოუშვა EP სახელწოდებით Tulimyrsky, რომელშიც შედის სიმღერის 7:43 წუთიანი ქავერი (დამატებული აქვს ორი წუთი ორიგინალს);
  • ჯგუფმა აპოკალიპტიკამ შეიტანა ამ სიმღერის ქავერი თავის ალბომში Inquisition Symphony 1998 წელს;
  • გერმანულმა ჯგუფმა Dark Age შეიტანა ეს სიმღერა 2000 წლის ალბომში Insurrection ბონუს ტრეკის სახით;
  • ჯგუფმა Artillery შეასრულა ამ სიმღერის ქავერი, თუმცა ოფიციალურად არასოდეს გამოსულა.
  • ერიკ ბლუმმა (ვოკალი), ეინსლი დანბარმა (დრამები), ტონი ფრანკლინმა (ბასი) და ალ პიტრელიმ (გიტარა) შეასრულეს ეს სიმღერა ალბომისთვის Metallic Assault: A Tribute to Metallica.
  • ტრიბუტ დუეტმა Harptallica ჩაწერა სიმღერის არფა ვერსია ალბომისთვის Harptallica: A Tribute.
  • სიმღერა შეასრულა ასვევე გერმანულმა პანკ ჯგუფმა Muff Potter მათი ალბომისთვის German Tribute to Metallica 2008[9]
  • დიჯეი სპუკის რემიქსი გამოჩნდა ფილმში Spawn საუნდტრეკად. ეს ვერსია შეტანილი იქნა მეტალიკის სინგლის The Memory Remains B-მხარეზე სახელწოდებით Haven't Heard It Yet Mix;[5][6]
  • Bassnectar-მა გამოუშვა რემიქსი 2008 წლის 11 თებერვალს რემიქსების სიაში სახელწოდებით Smashers and Mashers მათივე ვებ-საიტზე.[10]

სიმღერა პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სიმღერის ნაწილი გამოყენებულია 2009 წლის ფილმის Zombieland გამხსნელ თემად;
  • მისი პოვნა შესაძლებელია ასევე Tap Tap Revenge: Metallica-ში, როგორც დაკვრადი სიმღერა;
  • სიმღერა პირველი დაკვრადი ტრეკია ვიდეო თამაშში Guitar Hero: Metallica;[5]
  • მას იყენებს ასევე ამერიკული ფეხბურთის კლუბი Chicago Bears მოედანზე გამოსვლამდე.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 For Whom the Bell Tolls. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-07-03.
  2. მეტალიკა - კლიფ ბარტონის სოლო + for whom the bell tolls YouTube-ზე
  3. Metallica - For whom the bell tolls(cliff'em all) YouTube-ზე
  4. Agents of Misfortune ვიდეო. დაარქივებული 2007-02-19 საიტზე Wayback Machine. საიტზე video.google.com.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 For Whom the Bell Tolls. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-07-03.
  6. 6.0 6.1 6.2 For Whom the Bell Tolls. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-04. ციტირების თარიღი: 2011-07-03.
  7. 7.0 7.1 For Whom the Bell Tolls. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-07-03.
  8. 8.0 8.1 For Whom the Bell Tolls. Lyricinterpretations.com. ციტირების თარიღი: 2011-07-03.
  9. Tribute: For Whom the Bell Tolls. tribute-to-metallica.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-20. ციტირების თარიღი: 2010-07-04.
  10. Smashers and Mashers. Bassnectar.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-24. ციტირების თარიღი: 2011-07-04.