Firefox-ბრაუზერი

სწრაფად ეწვიეთ სასურველ გვერდებს iPhone-სა iPad-ზე

იხილეთ გახსნილი ჩანართები, ადრე მოძიებული და რჩეული საიტები ერთიანად, Firefox-ბრაუზერი-ში iOS-ზე.

ჩამოტვირთეთ App Store-დან

გამოიყენეთ Firefox iOS-ზე

წააკითხეთ QR-კოდი, დასაწყებად

წააკითხეთ QR-კოდი და Firefox-ს მიიღებთ iOS-ზე

გახადეთ Firefox ნაგულისხმევი ბრაუზერი

ახლა უკვე, iPhone-ისა და iPad-ის მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ნაგულისხმევი ბრაუზერი. ეს კი ნიშნავს, რომ აღარ მოგიწევთ Safari-ზე დარჩენა და თქვენი მობილური ბრაუზერი შეძლებს, ნებისმიერი კომპიუტერის ბრაუზერთან სინქრონიზაციას. ამასთანავე, Firefox-ის ნაგულისხმევ ბრაუზერად მითითებით, მხარს დაუჭერთ დამოუკიდებელ ტექკომპანიას. Firefox ერთადერთი წამყვანი ბრაუზერიღაა შემორჩენილი, რომლის მუშაობასაც, არამომგებიანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

სწრაფი. პირადი. დაცული

დაიცავით პირადი მონაცემები, სიჩქარის შეწირვის გარეშე. გარდა ამისა, ბრაუზერის გონიერი შესაძლებლობები, საშუალებას გაძლევთ თან წაიყოლოთ პაროლები, სანიშნები და სხვა მონაცემები, სადაც არ უნდა წახვიდეთ, უსაფრთხოების სრული დაცვით, ინტერნეტით სარგებლობის გასამარტივებლად.

შეინარჩუნეთ პირადულობა ინტერნეტში

Firefox გთავაზობთ ინტერნეტში პირადი მონაცემების დაცვის მძლავრ საშუალებებს. ნაგულისხმევად ჩართული თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვა ზღუდავს თვალისმდევნელ სკრიპტებს, როგორებიცაა სოცქსელის ან საიტთაშორისი მეთვალყურეები, კრიპტოვალუტის გამომმუშავებლები და მომხმარებლის ამომცნობები.

თქვენ მიერ მონახულებული გვერდების ისტორია, უკვე ისტორიის საკუთრებაა

სურვილის შემთხვევაში, მარტივად შეგიძლიათ პირადი რეჟიმის გამოყენება. მისი დახურვის შემდგომ კი მონახულებული გვერდები და მასთან დაკავშირებული ფუნთუშები, თავისით წაიშლება მოწყობილობიდან.

მეტი Firefox თქვენს ცხოვრებაში

დაამატეთ Firefox ყველა თქვენს მოწყობილობაზე ინტერნეტის დაცულად, შეუფერხებელად გამოყენებისთვის. Sync საშუალებას გაძლევთ, თან წაიყოლოთ სხვადასხვა მოწყობილობით რჩეული სანიშნები, ანგარიშების შენახული მონაცემები, პაროლები და მონახულებული გვერდების ჩამონათვალი, სადაც არ უნდა წახვიდეთ. აგრეთვე, შეგიძლიათ პირდაპირ გახსნილი ჩანართები გაგზავნოთ მობილურსა და კომპიუტერს შორის, რომ შეჩერებული საქმიანობა დაუყოვნებლივ განაგრძოთ.

მოიძიეთ უფრო მალე

სწრაფად გადადით მისამართების ველის ძიების შემოთავაზებებით, ხშირად მონახულებულ საიტებზე. აკრიფეთ საძებნი სიტყვა და ახლებთან ერთად, იხილეთ ადრე ნანახი შედეგებიც, რჩეული საძიებოების მეშვეობით.

მოირგეთ მთავარი ეკრანი

ახლოს იქონიეთ სასურველი ინტერნეტგვერდები. იხილეთ გახსნილი ჩანართები, ბოლოს მოძიებული, ჩანიშნული და რჩეული საიტები ერთიანად.

აღმოაჩინეთ, რაც გიყვართ

ახალ ჩანართზე Firefox-ში იხილავთ ხშირად მონახულებულ საიტებს, ბოლოს ჩანიშნულ გვერდებსა და ცნობილ სტატიებს Pocket-იდან. Firefox უზრუნველყოფს თქვენს მარტივ წვდომას ახლადნანახ საიტებთან, რომ სწრაფად მოიძიოთ სასურველი ინფორმაცია.

Mozilla-ს შესახებ

Mozilla არსებობს იმისთვის, რომ ინტერნეტი გახადოს საყოველთად ხელმისაწვდომი საშუალება, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ გახსნილი და თავისუფალი, ყოველთვის სჯობს დახურულსა და მართულს. ყველაფერი, რასაც ვქმნით, მათ შორის Firefox და Pocket, მიმართულია არჩევანის შესაძლებლობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებულობის ხელშესაწყობად.