მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლუშ I (პორტ. Carlos I o Martirizado; დ.28 სექტემბერი, 1863, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 1 თებერვალი, 1908, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიის ბოლოსწინა მეფე 1889–1908 წლებში. მიეკუთვნება საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიას, მაგრამ ოფიციალურად ითვლება ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენლად. ლუიშ I-ისა და მარია-პია სავოიელის შვილი.
1908 წლის 1 თებერვალს, როდესაც მეფე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დასვენებიდან ბრუნდებოდა ლისაბონში, ტერეირუ-დუ-პასუს მოედანზე, ორმა რესპუბლიკელმა ტერორისტმა ცეცხლი გახსნა მათი მისამართით. ადგილზევე მოკლეს მეფე კარლუში, 20 წუთში ტერორისტების მსხვერპლი გახდა ტახტის მემკვიდრე ლუიშ-ფილიპე, ხოლო ხელში დაიჭრა კარლუშის უმცროსი შვილი მანუელი. ორივე თავდამსხმელი ადგილზევე იქნა დაცხრილული. 1910 წელს პორტუგალიის მონარქია დაემხო.