ომი (მდინარე)
ომი (რუს. Омь) — მდინარე რუსეთში, დასავლეთ ციმბირში, მიედინება ომსკის და ნოვოსიბირსკის ოლქებში, ირტიშის მარჯვენა შენაკადი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სათავე მდებარეობს ვასიუგინის ვაკეზე, სათავეს იღებს ტბა ომსკოედან, რომელიც მდებარეობს ვასიუგინის ჭაობებში. შემდეგ მიედინება ბარაბინსკის დაბლობზე დასავლეთის მიმართლებით. ქალაქ ომსკთან მარჯვენა მხრიდან უერთდება ირტიშს, ირტიშის შესართავიდან 1831 კმ-ში.
ომზე განლაგებულია ქალაქები კალაჩინსკი, კუიბიშევი, და ომსკი, რომელმაც სახელი მდინარის მიხედვით მიიღო.
ნოვოსიბირსკის ოლქში მიედინება უბინსკოეს, კუიბიშევის, ჩანის, ვენგეროვოს, ტატარსკისა და უსტ-ტარკის რაიონების ტერიტორიაზე.
ომსკის ოლქში — ნიჟნაია-ომკის, კალაჩინსკის, კარმილოვკისა და ომსკის რაიონებისაზე.
ჰიდროლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარის სიგრძეა 1091 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 52,600 კმ², საშუალო წლიური ხარჯი 64 მ³ / წმ, მაქსიმალური ხარჯი 814 მ³ / წმ. საბჭოთა პერიოდში სანაოსნო იყო შუა წელზე ქალაქ კუიბიშევიდან უსტ-ტარკის ნავმისადგომამდე (საერთო ჯამში 369 კმ). ახლა მდინარე არ შედის რუსეთის ფედერაციის შიდა წყლის გზათა ჩამონათვალში [1].
ომის მთავარი შენაკადებია: აჩაირკა, იჩა (ომის ზემო შენაკადი), იჩა (ომის ქვემო შენაკადი), უგურმანკა, უზაკლა, კამა, ტარკა, ტარტასი, ტარბუგა.
ზედა დინაბაში მდინარის ხეობა ბუნდოვნადაა გამოკვეთილი, მისი ფერდობები შეუმჩნევლად ერწყმის მიმდებარე ტერიტორიას. შუა და ქვედა წელზე იგი ტრაპეციულია, ზოგჯერ ასიმეტრიული. მისი სიგანე 200 მეტრიდან 18 კმ-მდე მერყეობს. ზედა წელზე მდინარის ხეობის ფერდობები დამრეცია, ხოლო ქვედა წელზე — ციცაბო, ზოგჯერ ფლატეებიანი[2] .
ჭალა უპირატესად ორმხრივია, ადგილ-ადგილ ჭაობიანი, ქვემო წელში ცალმხრივია. მისი უმცირესი სიგანეა 250 მ, უდიდესი — 16,5 კმ [2] .
წყალმცირობის დროს კალაპოტის სიგანე 40—84 მეტრია, ადგილ-ადგილ კლაკნილებში 110—220 მ. ჩქერებში წყლის სიღრმე შეადგენს 0.,3—1,5 მ, ლუბრმებში 2,0—4,1 მ. დინების საშუალო სიჩქარე ლუმბრებში 0,1-დან 0,6 მ / წმ-მდე მერყეობს, ჩქერებში – 0,3-დან 1,0 მ / წმ-მდე[2] .
დინების საშუალო სიჩქარე არაუმეტეს 0,3-0,4 მ / წმ-ია, მაქსიმალური — 1,4 მ / წმ-მდე. იკვებება ძირითადად თოვლის წყლით. წყალდიდობა მაისიდან ივლისამდე იცის, ზოგჯერ აგვისტომდე. გაძვიფვა ოქტომბრის მეორე ნახევარში — ნოემბრის პირველი ნახევარი ახასიათებს, ყინულის დნობა — აპრილში — მაისის დასაწყისში. წყალმცირობის სანაპიროები ღიაა და დაფარულია 2–10 მეტრის სიმაღლის ბუჩქებით. შესართავში საშუალო წლიური ხარჯია 52 მ³ / წმ [3] .
მდინარის კალაპოტი სათავიდან 5 კილომეტრზე აშკარად არ არის გამოხატული და წარმოადგენს რიგ მცირე ზომის ტბის მსგავს გაგანივრებებს, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ქვემო წელზე კარგად გამოხატულია, ძლიერ დაკლაკნილი, არაგანშტოებული[2] .
ზემოთში მდინარის სიგანე მერყეობს 15-დან 25 მეტრამდე, შუა წელზე 150-180 მეტრამდე აღწევს, ხოლო ქვემოთში — 220 მ-მდე. სიღრმეები მერყეობს 0,2-დან 3,0 მ-მდე ზემოთში და 0,5-დან 5,5 მ-მდე ქვემოთში[2].
სახელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება "ომი" ერთი ვერსიის მიხედვით მოდის თურქული სიტყვიდან om — "მშვიდი". მდინარის ადგილობრივი სახელწოდება ირტიშისპირეთსა და სოფელ ბარაბაში არის კნინობითი ფორმა — ომკა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Перечень внутренних водных путей Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-16. ციტირების თარიღი: 2019-04-06.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Ресурсы поверхностных вод СССР. Т. 15. Алтай и Западная Сибирь. Вып. 3. Нижний Иртыш и Нижняя Обь/ Под ред. В. Е. Водогрецкого. — Л.: Гидрометеоиздат, 1973. — С. 33. — 424 с.
- ↑ Характеристика состояния водных объектов Омской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-12. ციტირების თარიღი: 2019-04-06.