The Beatles: Rock Band
The Beatles: Rock Band | |
---|---|
თამაშის პოსტერი | |
დეველოპერ(ებ)ი |
Harmonix (PS3/Xbox 360) Pi Studios (Wii) |
გამომცემელი | MTV Games |
სერია | Rock Band |
პლატფორმ(ებ)ი | PlayStation 3, Wii, Xbox 360 |
გამოსვლის თარიღი | 9 სექტემბერი 2009 |
ჟანრ(ებ)ი | რითმული თამაში |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი |
დიზაინერ(ებ)ი | კრის ფოსტერი, სილვენ დუბროვსკი, კეისი მელოუნი |
შეფასება |
ESRB=T (მოზარდები) PEGI=12 |
მედია | Blu-ray, DVD, Wii ო���ტიკური დისკი |
The Beatles: Rock Band — Harmonix Music Systems-ის მიერ შემუშავებული და MTV Games-ის მიერ გამოცემული მუსიკალური ვიდეო თამაში, რომელსაც ავრცელებს კომპანია Electronic Arts. იგი გამოვიდა 2009 წლის 9 სექტემბერს, The Beatles-ს ალბომების ახალ რემასტერინგებთან ერთად.
თამაში წარმოადგენს რიგით მესამე გამოცემას სერიაში Rock Band. ძირითადი სიუჟეტური ხაზი მას არ აქვს. მოთამაშეს შეუძლია The Beatles-ის 45 სიმღერის არჩევა და მის ფონზე ვირტუალური ინსტრუმენტებით საკუთარი პარტიების შესრულება. ასევე ხელმისაწვდომი არის გადმოტვირთვადი კონტენტი, რომელიც მოიცავს ამავე ჯგუფის დამატებით მუსკალურ ნაწარმოებებს.
თამაში გამოვიდა კომპანიის Apple Corps, პოლ მაკ-კარტნის, რინგო სტარის, ჯორჯ ჰარისონის შვილ დანის და ჯაილზ მარტინის, ჯორჯ მარტინის შვილის ზედამხედველობით.
The Beatles: Rock Band დადებითად მიიღო სათამაშო პრესამ. საერთო განხილვების საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 90%[1] და 89/100.[2] 2010 წლის ოქტომბრის მონაცემით, საერთო ჯამში გაყიდულია თამაშის 3 მილიონი ეგზემპლარი.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „The Beatles: Rock Band“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- The Beatles: Rock Band website დაარქივებული 2014-04-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Beatles: Rock Band Wii Score. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-26. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2011.
- ↑ The Beatles: Rock Band Xbox 360 Score. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-16. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2009.
- ↑ Interview: Alex Rigopulos. Edge (2010-10-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი, 2010. ციტირების თარიღი: 2010-10-08.