The Game Awards
The Game Awards | |
ჯილდო | გამორჩეული მიღწევებისათვის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში |
წარადგენს | ჯეფ კილი |
ქვეყანა | აშშ |
ადგილმდებარეობა | Microsoft Theater |
პირველად გადაეცა | 5 დეკემბერი, 2014 |
thegameawards.com |
---|
The Game Awards — ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ჯილდოს გასცემს ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის. დაარსდა 2014 წლის 5 დეკემბერს კანადელი ვიდეო თამაშების ჟურნალისტის ჯეფ კილის მიერ, რომელიც აგრეთვე ცერემონიის პროდიუსერი და მუდმივი წამყვანია.[1] დაჯილდოების გარდა, ცერემონიაზე უჩვენებენ მომავალი თამაშების ტრეილერებს.
The Game Awards არის Spike Video Game Awards-ის მემკვიდრე, რომელიც ტარდებოდა 2003-2013 წლებში. ძველი ცერემონიისაგან განსხვავებით, რომელიც ორიენტირებული იყო ძირითადად ვიდეო თამაშებზე, The Game Awards მეტ ყურადღებას უთმობს დეველოპერებს, ინდუსტრიაში მოღვაწე პიროვნებებსა და კიბერსპორტს, აგრეთვე მოთამაშეთა გაერთიანებებს. შოუს მხარს უჭერენ ისეთი მსხვილი კომპანიები როგორებიცაა Sony, Microsoft და Nintendo. The Game Awards გადაიცემა ლაივსტრიმინგის სერვისების საშუალებით Xbox Live-ზე, PlayStation Network-ზე, Nintendo Network-სა და Steam-ზე — 2014 წელს ამ ქსელების მომხმარებელთა რაოდენობამ 100 მილიონამდე ადამიანს მიაღწია.[2]
ცერემონიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცერემონია | თარიღი | წლის თამაში | მდებარეობა | მაყურებელი (მლნ.) |
---|---|---|---|---|
2014 | 5 დეკემბერი, 2014 | „Dragon Age: Inquisition“ | The AXIS (ლას-ვეგასი) | 1,9[3] |
2015 | 3 დეკემბერი, 2015 | „The Witcher 3: Wild Hunt“ | Microsoft Theater | 2,3[3] |
2016 | 1 დეკემბერი, 2016 | „Overwatch“ | 3,8[4] | |
2017 | 7 დეკემბერი, 2017 | „The Legend of Zelda: Breath of the Wild“ | 11,5[5] | |
2018 | 6 დეკემბერი, 2018 | „God of War“ | 26,2[6] | |
2019 | 12 დეკემბერი, 2019 | „Sekiro: Shadows Die Twice“ | 45,2[7] | |
2020 | 10 დეკემბერი, 2020 | „The Last of Us Part II“ | ონლაინ-ღონისძიება | 83[8] |
2021 | 9 დეკემბერი, 2021 | „It Takes Two“ | Microsoft Theater | 85[9] |
2022 | 8 დეკემბერი, 2022 | „Elden Ring“ | 103[10] |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Takahashi, Dean. Geoff Keighley unveils The Game Awards 2014 to replace the VGAs (10 ნოემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი, 2014
- ↑ Graser, Marc. (10 ნოემბერო, 2014) Videogame Industry Rallies Around First ‘Game Awards’. Variety. ციტირების თარიღი: 2016-12-11.
- ↑ 3.0 3.1 Crecente, Brian. (6 დეკემბ��რი, 2016) The Game Awards audience up 65 percent to 3.8M. Polygon. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2017.
- ↑ Crecente, Brian. (6 დეკემბერი, 2016) The Game Awards audience up 65 percent to 3.8M. Polygon. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.
- ↑ Crecente, Brian. (12 დეკემბერი, 2017) The Game Awards Audience Triples to 11.5 Million Livestreams in 2017. Glixel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-28. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2017.
- ↑ Takahashi, Dean. (12 დეკემბერი, 2018) The Game Awards doubles viewership to 26 million livestreams. VentureBeat. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2018.
- ↑ Stedman, Alex. (18 დეკემბერი, 2019) Geoff Keighley Looks to The Game Awards’ Future as 2019 Show Delivers Record Numbers. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2019.
- ↑ Stedman, Alex. (2020-12-17) The Game Awards 2020 Show Hits Record Viewership With 83 Million Livestreams. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
- ↑ Beresford, Trilby. (2021-12-20) The Game Awards Claims High of 85M Views. ციტირების თარიღი: 2021-12-20
- ↑ Zhang, Jenny. (16 დეკემბერი, 2022) The Game Awards 2022 Received Over 103 Million Views, Sets New Viewership Record. GameSpot. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2022.